მეწარმეების დაფინანსებები საქართველოში
აქ მოვამზადეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მეწარმეებისთვის გასცემენ გრანტებსა თუ ინვესტიციებს:
სტარტაპ საქართველო – ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამა
- ამჟამად იღებს განაცხადებს
- ინვესტიციის მოცულობა მაქს.100 000 ლარი
- მნიშვნელოვანია იდეას/ბიზნესს ჰქონდეს ინოვაციური კომპონენტი საქართველოს ბაზრისთვის
Gita – საქართველოს ტექნოპარკი გასცემს დაფინანსებებს ინოვაციური ბიზნესებისთვის
- განაცხადების მიღება ცხადდება პრიოდულად (ამჟამად არააქტიურია, თვალი ადევნეთ სიახლეებს)
- გრანტების მოცულობა: 15 000 – 650 000 ლარი
- მნიშვნელოვანია გლობალური ტექნოლოგიური ინოვაცია
აწარმოე საქართველოში – გასცემს გრანტებს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტულ სამეწარმეო საქმიანობებზე.
- განაცხადების მიღება პერიოდულად ცხადდება (თვალი ადევნეთ სიახლეებს)
- გრანტების/დაფინანსებების/სუბსიდირებული სესხების მოცულობა სხვადასხვანაირია პროექტის მიხედვით
- მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბებული ხედვა, გუნდი და ბიზნეს პერსპექტივა.
სოფლის განვითარების სააგენტო ARDA – გასცემს გრანტებს/დაფინანსებებს სოფლის მეურნეობის წახალისებასა და მეწარმეების მხარდასაჭერად
- განაცხადების მიღება პერიოდულად ცხადდება (თვალი ადევნეთ სიახლეებს)
- დაფინანსებების მოცულობა სხვადასხვანაირია პროექტის მიხედვით
- პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის ან/და გარემოს დაცვის კუთხით პერსპექტიული საქმიანობები

