მეწარმეების დაფინანსებები საქართველოში

dafinanseba qartul startupebs
მეწარმეების დაფინანსებები საქართველოში

აქ მოვამზადეთ ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში მეწარმეებისთვის გასცემენ გრანტებსა თუ ინვესტიციებს: 

სტარტაპ საქართველო – ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამა

  • ამჟამად იღებს განაცხადებს
  • ინვესტიციის მოცულობა მაქს.100 000 ლარი
  • მნიშვნელოვანია იდეას/ბიზნესს ჰქონდეს ინოვაციური კომპონენტი საქართველოს ბაზრისთვის

Gitaსაქართველოს ტექნოპარკი გასცემს დაფინანსებებს ინოვაციური ბიზნესებისთვის

  • განაცხადების მიღება ცხადდება პრიოდულად (ამჟამად არააქტიურია, თვალი ადევნეთ სიახლეებს)
  • გრანტების მოცულობა: 15 000 – 650 000 ლარი
  • მნიშვნელოვანია გლობალური ტექნოლოგიური ინოვაცია

აწარმოე საქართველოში – გასცემს გრანტებს სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტულ სამეწარმეო საქმიანობებზე. 

  • განაცხადების მიღება პერიოდულად ცხადდება (თვალი ადევნეთ სიახლეებს)
  • გრანტების/დაფინანსებების/სუბსიდირებული სესხების მოცულობა სხვადასხვანაირია პროექტის მიხედვით
  • მნიშვნელოვანია სწორად ჩამოყალიბებული ხედვა, გუნდი და ბიზნეს პერსპექტივა. 

სოფლის განვითარების სააგენტო ARDA გასცემს გრანტებს/დაფინანსებებს სოფლის მეურნეობის წახალისებასა და მეწარმეების მხარდასაჭერად

  • განაცხადების მიღება პერიოდულად ცხადდება (თვალი ადევნეთ სიახლეებს)
  • დაფინანსებების მოცულობა სხვადასხვანაირია პროექტის მიხედვით
  • პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის ან/და გარემოს დაცვის კუთხით პერსპექტიული საქმიანობები

 

en_GB